მთავრობისა და ეკლესიის ერთობლივი შტურმი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ -საპატრიარქო ქართული ოცნების მსგავსად, ფაქტორიბვად, ბოიკოტს ფორმულას, მთავარს და ტვ პირველს. სინოდი სასულიერო პირებს არასასურველი ჟურნალისტებისთვის კარის დახურვისკენ მოუწოდებს. ამას დაემატა კულტურის მინისტრის სრულიად უკულტურო საქციელი. 5 ივლისის შემდეგ წულუკიანი კვლავ ცინიკურ განწყობაზეა, რაც არცთუ ისე ნიჭიერად გამოუვიდა.
ძარცვა და მედიის საქმიანობაში ხელის შეშლა - ივანიშვილის გარემონტებულ თეატრში წულუკიანმა დანაშაულებრივი პერფორმანსი აჩვენა. მინისტრმა მთავარის ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა და შეურაცხყოფა მიაყენა. წულუკიანი თეატრის სცენაზე წართმეული მიკროფონით ავიდა და პირველი რაც სხვისი საკუთრების ხელში ჩაგდების შემდეგ გააკეთა, - ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდა იყო. ჟურნალისტმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. შედგენილია ოქმი, წულუკიანი კი, სავარაუდოდ, თეატრიდან გაიპარა.